ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის ორი მასწავლებელი, ევროპის რჩეულთა შორის მოხვდა და ხარისხის ნიშანი მიიღო.
საერთაშორისო პროექტმა, რომელიც ქართველმა მასწავლებლებმა, რუსუდან კარკაძემ და თემურ ჯვარშეიშვილმა, გერმანელ, იტალიელ და ესპანელ კოლეგებთან ერთად შექმნეს, ევროკომისიის პროგრამა “eTwinning” – ის კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეძლიერებინათ კონტროლი ციფრულ ტექნოლოგიებზე და მიეღოთ ძირეული ცოდნა ინტერნეტსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ.










