LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვინ არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები

დაპოსტა 2023/11/15-ში
99
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით „ქართული ოცნების“ შემომწირველების ნახევარზე მეტი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები არიან.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალი წელია სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, შეღავათიან სესხებს თუ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს იღებს.

მათივე ცნობით, შემოწირულებების ნაწილი აჩენს ეჭვს, რომ ის ფიქტიური დონორების მეშვეობით არის განხორციელებული, რაც კანონის დარღვევაა.

„2023 წლის 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყველა პარტიამ, ჯამში, 1,901,299 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც ოთხჯერ აღემატება წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს (453,336₾). პარტიული შემოწირულებების 65% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 1,238,000 ლარი, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 274,677 ლარით, ხოლო მესამეზე – პარტია „ლელო“, 186,020 ლარით, მეოთხე ადგილზე კი „თაობები საქართველოსთვის“ 180,000 ლარით. შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 55-ჯერ შესწირეს თანხა, 51 შემოწირულება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი გაცილებით მაღალია. 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით „ქართულ ოცნების“ შემომწირველების უმრავლესობა ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები იყვნენ. “მეღვინე” დონორებმა ჯამში აგვისტო-სექტემბერში 944,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2012 წლიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2 მილიონ ლარზე მეტი აქვთ გაღებული. შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013 წლიდან 4 მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2013-2021 წლებში კი 14 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტები, ხოლო 2021-2022 წლებში 17 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია. „მეღვინე“ დონორთა შემოწირულებები სწორედ 2023 წლის რთვლის წინა პერიოდში განხორციელდა, რომლის სუბსიდირებისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან 15 მათგანია ჩართული რთვლის სუბსიდირების პროგრამაში. საყურადღებოა, რომ მრავალმილიონიანი სუბსიდიების ფონზე, შემომწირველებთან დაკავშირებული სულ მცირე სამი კომპანია, „ასკანელი ძმები“, „წინანდლის ძველი მარანი“ და „ქართული ღვინის სახლი“ 2022 წელს იმ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს რუსეთში ექსპორტზე. ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება საფრთხის შემცვლელია, რადგან რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკვე გაავრცელა რეკომენდაცია, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ისეთი კომპანიების სუბსიდირება შეწყვიტოს, რომლებიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდიან. სულ, გასულ კვარტალში, „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ, 51 დონორმა 1,238,000 ლარი გაიღო, რაც უფრო მეტია, ვიდრე წინა სამ კვარტალში ჯამურად მიღებული შემოწირულებების რაოდენობა. 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 1-ელ ივლისამდე მმართველ პარტიას 22-მა დონორმა, ჯამში, 778,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიებს საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები ფაქტობრივად არ მიუღიათ, თუმცა 2013 წლიდან 4 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების 1700 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვთ მიღებული. მათგან მილიონ ლარამდე პაატა ცისკარიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „შპს თელავის მარანმა“ მიიღო, 800 ათასზე მეტი ზურაბ დეკანოზიშვილთან დაკავშირებულმა შპს „საამომ“, ხოლო 760 ათასამდე ლარის ოდენობის კონტრაქტი — არჩილ ლობჟანიძესთან დაკავშირებულმა შპს „კომპანია ბესინიმ“ .

გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დონორებთან დაკავშირებული ალკოჰოლური სასმელების კომპანიების ნაწილს 2013-2021 წლებში 12 მილიონამდე ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი და 2021-2022 წლებში 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სუბსიდია აქვთ მიღებული. გარდა ზემოთ აღწერილი სქემისა, საანგარიშო პერიოდში, „ქართული ოცნების“ დონორების ანალიზმა კვლავ გააჩინა ეჭვი, რომ მათი ნაწილი ფიქტიური შემომწირველია და ისინი პარტიას არა საკუთარ თანხებს, არამედ, მათი დამსაქმებელი კომპანიების თანხებს სწირავენ. მაგალითად: სს „სარაჯიშვილის“ მთავარმა ბუღალტერმა, გიორგი ბუბუტეიშვილმა, „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შესწირა, ამავე კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ, მმართველ პარტია 35,000 ლარი შესწირა. 30,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ღვინის კომპანია „ფალავანის“ მთავარმა მეღვინემ, ირაკლი ნანეიშვილმა. მსგავს ფაქტებზე იყო საუბარი 11 ნოემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“, რომელიც დამატებით ეჭვებს აღრმავებს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არღვევენ კანონს და სხვა პირების ნაცვლად სწირავენ პარტიას. სიუჟეტში ფიგურირებდა შალვა შარმანაშვილი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის ღვინის მწარმოებელი კომპანიის შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ ბუღალტერია და რომელმაც პარტიას 60,000 ლარი შესწირა. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია სხვა პირის მეშვეობით პარტიისთვის თანხის შეწირვა, ასეთი ქმედება პირის შემოწირულების ორმაგი ოდენობით დაჯარიმებით ისჯება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი

იანვარი 23, 2026
82
მთავარი

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია – რა ღირს საქართველოში

იანვარი 23, 2026
68
მთავარი

საქართველოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 431 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 252 ლარია....

დაწვრილებითDetails

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს” – პედრო სანჩესი

იანვარი 23, 2026
34
მთავარი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დასახელდა ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც იანვრის ბოლოს ფინანსურად გაუმართლებს

იანვარი 23, 2026
76
მთავარი

ასტროლოგების შეფასებით, იანვრის ბოლო განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი იქნება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. პლანეტარული განლაგება ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას, მოულოდნელ ფინანსურ სარგებელსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სპეციალისტების თქმით, ფინანსური...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

იანვარი 23, 2026
115
@?FFKM.3
მთავარი

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა....

დაწვრილებითDetails

პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

იანვარი 23, 2026
46
მთავარი

პედიატრი, თეო ტაბატაძე სიცხის დამწევებთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს. სპეციალისტს მივმართოთ და გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ ბავშვებისთვის: „ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ პატარებში სიცხის კონტროლისთვის, ეს გახლავთ პარაცეტამოლისა და...

დაწვრილებითDetails

ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს

იანვარი 23, 2026
32
მთავარი

თანამედროვე ცხოვრების პირობებში, სადაც სწრაფი ტემპი, მუდმივი სტრესი და ეკრანებზე დამოკიდებულებაა გავრცელებული, ხარისხიანი ძილის შენარჩუნება რთულ გამოწვევად რჩება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხარისხიანი ძილის მნიშვნელობის გააზრება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრევენციულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
76
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა დაასახელეს „მკვლელი“ დრო – როდის არ უნდა ჭამოთ ვახშამი

იანვარი 23, 2026
54
მთავარი

მეცნიერებმა დაადგინეს რომელ საათზე უნდა ივახშმოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. 21:00 საათის შემდეგ ჭამა ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს, ნათქვამია სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში. კვლევის თითოეულ მონაწილეს თვალყურს...

დაწვრილებითDetails

,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ…” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

იანვარი 23, 2026
57
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: ,,დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».