? “სტალინი და საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო საქართველოს, ქრისტიანობის და კაცობრიობის უდიდესი მტერი და ჯალათი და მისი განდიდება ან მისი ცალსახა ბოროტებად არშეფასება არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდისა. ჩვენ კი გვყავს მმართველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ამ პოსტში ათას სისულელეს წერს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს, ხოლო ღარიბაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ამაყობს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო. ივანიშვილი ამბობს, რომ მის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ. საპატრიარქო მინიმუმ მკაფიო პოზიციას ამაზე არ აფიქსირებს, ხოლო ისინი, ვინც ეს ხატი შესწირა ეკლესიას, ღიად პუტინისტური პროპაგანდის გამტარებლები არიან და სწორედ ამ კონტექსტს შესწირეს ხატი, განდიდებისთვის სტალინის და არა ისე, როგორც ბოროტებად წარმოჩენისთვის და ოპოზიციაშიც კი, ლელოს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამაზე მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, ეგ არის ჩვენი პრობლემა”. – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს
მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...










