ვაჟა ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს და ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს.
მისივე თქმით, საავადმყოფოს ექიმებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და დაშავებულს პირველადი დახმარება ქუჩაში აღმოუჩინეს:
ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი
კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხთი
ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა ძალიან ცუდათ დაეჯახა იმედი მაქვს გადარჩება ღმერთო უშველე
წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ.როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ
. გააჩერეს მოძრაობა გადაკვეთეს stretcher ით გამზირი .ერთი ჟანბდის ბალონს მიარბენინებდა მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა
.იმედის მომცემი სანახაობა იყო
ღმერთო შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი
ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს