LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის აეროპორტში ტალინიდან პირველი რეისი შესრულდა

„ვიზეარისგან“ ველოდებით  მიმართულებების​ შორტლისტს, სადაც დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება, ტურისტი შემოიყვანონ საქართველოში

დაპოსტა 2020/05/07-ში
A A
114
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოდან სულ მცირე ორი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „აირზენასთან“, ასევე ინფორმაციას ელოდებიან „ვიზეარისგან“.

„პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებით. ამ მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდით მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ალბათ გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ეს უნდა იყოს დასრულებული გადაწყვეტილება. ეს დასრულებული გადაწყვეტილება უკვე იქნება თქვენთვის საჯარო და არამარტო თქვენთვის. დაიწყება ბილეთების გაყიდვა ამ მიმართულებებით. მაგრამ გეტყვით, რომ „აირზენას“ შემთხვევაში სულ მცირე ორი მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ახლა ველოდებით მათგან მიმართულებების​ შორტლისტს, სადაც დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება, ტურისტი შემოიყვანონ საქართველოში და მიმართულებებს გავყვებით ასევე ქვეყნებთან მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან.

„ასევე აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, საიდანაც ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. კორონამდეც ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება, საიდანაც ტურისტების დიდი ნაწილი შემოდიოდა. მარტივი არის მათთვის უფრო, რადგან არამარტო საჰაერო, სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ, შემოვიდნენ. უსაფრთხო დერეფნის სტანდარტის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა, ასევე არ დავკარგავთ არც ერთ შანსს, რომ უახლოეს პერიოდში შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები. ჩვენ რომ ვერ შევძლოთ გასვლა პირველ ეტაპზე, გვინდა, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი მაქსიმალურად მოვიზიდოთ. ამისთვის კონკრეტულ გეგმას განვახორციელებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ადვილად შეძლებთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან თანხმობის მიღწევას, მაგრამ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შემდეგ გაგიჭირდებათ.     კურო   მოიწყვეთ მყუდრო გარემო და განიტვირთეთ. თუ მარტო ხართ,...

დაწვრილებითDetails

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"