ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე (რაგბის სტადიონის მიმდებარედ)
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “ტოიოტა”-სა და “ჰიუნდაი”-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავარია კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, მისი გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოხერხდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
![[ვიდეო]: ავარია კომენდატის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე](https://megatv.ge/wp-content/uploads/2021/01/v6dw0tb9g8k4tcb-490x276.png)









