ტყეები ცოლებს – ღარიბაშვილის ტრენდს არც ყოფილი მერი ჩამორჩა. 10 ჰექტარი საბადურის ტყე დავით ნარმანიას მეუღლის კომპნიას გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა “ნეტგაზეთმა” გაავრცელა. მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება და დოკუმენტი, რომლის მიწა უკონკურენტოდ თინათინ მათიკაშვილს გადაეცა.
ვიგებთ, რომ ახლა ნარმანიას ცოლი გამხდარა მეტყევე და საბადურის ტყეში 10 ჰექტარი მიწა ჩაუგდია. რა ინფორმაციაც არსებობს, 4 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ამ დრომდე თითი-თითზე არ დაუდიათ, თუმცა ნარმანიას მეუღლის კომპანიის ბალანსზე ისევ ირიცხება ეს 10 ჰექტარი და შესაბამისი სამსახურები ახლა სწრაფად უნდა ინტერესდებოდნან ამ პოლიტიკური კორუფციით. და ყველამ იცოდეს, ვინც ამაზე თვალებს დახუჭავს და ყურებს დაიყრუებს მათაც მოეთხოვებათ”- აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი “ქართული ოცნების” წევრები და ყოფილი მაღალჩინოსნები, ქონების მოხვეჭით არიან დაკავებულები.
ეს არის კორუფცია, რომლითაც ისინი საზრდოობენ და მატერიალურ სიკეთეებს მოიპოვებენ, მაგალითად ტენდერების სახით. ყველაფერი ეს კი ხდება ადამიანების ხარჯზე”- აცხადებს გიორგი ონიაშვილი.