ლევან ვასაძის, თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის, ინფორმაციით, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. მიზეზი ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში დაადგინეს და სწორედ ამიტომ ბიზნესმენი გუშინ თურქეთში გადაიყვანეს.
მისი თქმით “ერის” ლიდერმა რამდენჯერმე კორონავირუსზე ტესტიც კი გაიკეთა, თუმცა მას ვირუსი არ დაუდასტურდა. გაირკვა ისიც, რომ მას COVID 19 გადატანილი არ ჰქონია.
ვეღარ სუნთქავს… ეგ ისეთი ტიპია, რაგბისტია და სულ ვარჯიშობს. ძალიან ცუდად გახდა. ფეხები დაუსივდა. ფილტვების ინტუბაცია აქვს შესუსტებული. კოვიდზეც გაესინჯა, თუმცა არ აქვს. მოსკოვშიც გაესინჯა და თბილისში, თუმცა დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. ადამიანი ილევა, თურქეთშიც თუ ვერ დაუსვეს დიაგნოზი…აი ენერგია, რომ გეცლება. ფეხები რომ უსივდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გულთან არის პრობლემა”- განაცხადა მანჯავიძემ
ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზირებულია. ვასაძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო. ვასაძის თანაგუნდელები არ გამოირცხავენ, რომ ,,ერის” დამფუძნებელი მოწამლეს.