LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფშია – პაატა იმნაძე

დაპოსტა 2020/04/16-ში
141
ნახვა
გაზიარება

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან გამეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, დისტანცირება საჭიროა ოჯახშიც, არათუ გარეთ და თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ „ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.“

„ნუ გავაკეთებთ ისე, რომ, რაც იყო დღემდე და მაქსიმალურად გავაჩერეთ ვირუსის გავრცელება წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი. მთელმა საქართველომ სტატისტიკა ზეპირად იცის, თითო ოჯახში 5-6 ავადმყოფია. გავიგოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც არის საჭირო, არათუ გარეთ. თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე, იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. გაიგეთ ხალხო, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „მოამბეში“ .

მისივე თქმით, დღეში 30 პირის დაინფიცირება, რაც გუშინ დაფიქსირდა, სწორედ იმის გამო მოხდა, რომ “სახლში არ ვრჩებით”.

“თუ საჭირო გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა მოწოდებას. დღეს ვუყურებდი მანქანები როგორ დადიოდა ქალაქში. მესმის, რომ აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით, მოვაწყობთ სუფრას 5-6 კაციანს, შეიძლება, ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. კარგად გამიგეთ, მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს, ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე ეკლესია გადარჩეს – ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია!

ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ გავაკეთებთ. თითოეულ შემთხვევას მივდევთ და იმიტომ ვაჩერებთ ასე და თქვენგან მეტი არაფერი გვინდა – დარჩით სახლში!”, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება სწრაფი ტესტების შესახებ შეკითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ 300 შემთხვევა ფიქსირდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ტესტი ასეულობით ადამიანს ჩაუტარდა.

“ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში და ჩვენ სადამდე მოვიყვანეთ ქვეყანა ზუსტად ტესტირებებით და ვართ მშვიდად – 300 შემთხვევაა ქვეყანაში და 5 500 ადამიანია ტესტირებული. აბა ვის ვტესტავთ? მიზნობრივი ტესტირება მიდის, ესაა მთავარი და არა ის, რომ დადგე და ადამიანური რესურსიც და ტესტებიც დახარჯო და ყველას ჩაუტარო – იტესტება ის, ვინც საჭიროა, რომ გაიტესტოს. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ადამიანების საქმეა, დარჩნენ სახლში. ესაა მათი მოვალეობა და ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ვიცით, ვინ გავტესტოთ”, – აღნიშნა იმნაძემ.

მისივე შეფასებით, დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომ მიგვეღო ნაკლები ადამიანის დანაკარგი, თუმცა სახლში დარჩენის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, “მოგველის ის, რაც იყო იტალიაში”.

„ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს – ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში.

ქვეყანაში არის ფართო შიდაგადაცემა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე ანუ, შეიძლება, იმ დღეს საერთოდ არაფერი ჰქონდეთ. როცა მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან და ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან, თუმცა არ ვიცით, ვინ არიან. ამიტომ ვამბობთ, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. გავიგოთ ეს! ჩვენს გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გაგხდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს!”, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, იმნაძის თქმით, „თუ ხალხს არ ესმის, როგორ მოიქცეს, იძულებული ხდებიან, ეს ურჩიონ ხელისუფლებას“.

“თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს. თუ გვინდა, რომ ეკლესია გადარჩეს – ეკლესიაში ნუ წახვალთ!“ – განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
1.8k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
781
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
43
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
492
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
311
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
99
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
332
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
341
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

Picot-ის ბავშვთა კვების შესახებ სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
29
მთავარი

Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე”

იანვარი 26, 2026
6.2k
მთავარი

ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა. შორენა ტურაბელიძე წლების მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ქალი სიმსივნეს ებრძოდა.  1 თვის წინ ის ქუთაისში დააბრუნეს, სადაც 19 იანვარს გარდაიცვალა. "დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».