LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა

ვერ ვუკავშირდები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს – მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური

დაპოსტა 2024/10/26-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი უფრო ეფექტური იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ტიპის დაძაბულობა, რაც ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე, საქართველოს არ ეკადრება.

პრეზიდენტმა ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას დაფიქსირებული აქტივობისთვის და დღის მეორე ნახევარში მათ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა, ასევე, საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ ძალიან დიდი მადლობა.

თუმცა, მე მინდა, ასევე, აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე – ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომლების ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, ასე რომ, არავინ არ შეშინდეს ამით. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე. ეს ჩვენ არ გვეკადრება! ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს – მათი ინფორმაციით ვართ ყველა და არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს, მით უმეტეს, ქალებმა. დიდი მადლობა ყველას და ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ არ დაიზაროთ – წადით არჩევნებზე! ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენ ხელშია და თქვენი გადასაწყვეტია!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ნებისმიერი საქმე, დღეს, კმაყოფილებასთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს, ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.   კურო   დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ” – ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
“ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ” – ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს
მთავარი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე...

დაწვრილებითDetails

“არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ კიდევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარი მათი აღიარება და გამოსწორებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს,...

დაწვრილებითDetails

სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 392 827 ლარის გადახდას ავალებდა, ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო...

დაწვრილებითDetails

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  მათივე ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება: „თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 11 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7438 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"