უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ საბოლოოდ, პუტინი შეწყვეტს საომარ მოწმედებებს და მოლაპარაკებებს დაიწყებს მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ შემოჭრილი რუსული ძალები უკრაინელების სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიამ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, VICE News-თან ინტერვიუში ისაუბრა, რასაც გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.
,,ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის ხედავს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ის ამას იზამს, საჭიროა დრო.”, – განაცხადა ზელენსკიმ
კითხვაზე, შეუძლია თუ არა, ზელენსკის, რომ ენდოს პუტინს, პასუხი არის – არა.
,,ვენდო? პუტინს? არა. მე მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.










