ხედავთ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მომავალს, მაგრამ ეს არის ის, რასაც ხელისუფლება არ უჭერს მხარს – ეს არის დიდი განსხვავება ამ ორს შორის, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ძირითადი უფლების დარღვევას, რასაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სხვა. საქართველოს ჩინოვნიკების გარკვეული რაოდენობა ეროვნულ სიაში შევიყვანეთ, ისინი ლატვიაში არასასურველი [ვიზიტორები] არიან. ჩვენ ამ საკითხს ევროკავშირის დონეზე განვიხილავთ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ გადაწყვეტილებებს ასევე ველოდებით დიპლომატიური პასპორტების მფლობელების მოგზაურობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბრაჟემ.
კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია მიზანმიმართულ სანქციებთან დაკავშირებით და რას ფიქრობს უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც სანქციებს ეწინააღმდეგება, ბაიბა ბრაჟემ უპასუხა:
„საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი ქართველი ხალხის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს და სხვას და სხვას, ამიტომ გვაქვს ადამიანის უფლებების გლობალური მექანიზმები. ასე რომ განვიხილავთ, ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, არ მსურს იმის პროგნოზირება, როგორი იქნება უნგრეთის პოზიცია“.