ვგმობ ყოველგვარ ძალადობას – საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას ეხმაურება”
“მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.” – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.









