ვახო სანაია თავისუფალია – ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს აუცილებლად დამთავრება ხალხის გამარჯვებით – თქვა სანაიამ ჟურნალისტებთან.
“ეს ბრძოლა გაგრძელდება ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია ეს კანონები, რომელსაც ესენი იღებენ. ვერანაირი ეს ვითომ კანონები ვერ გააჩერებს იმ პროტესტს, რომელიც არის საქართველოში და ეს აუცილებლად დამთავრება ხალხის გამარჯვებით. ეს იქნება ამ ყველაფრის ფინალი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვძლიერდებით. ნებისმიერი შემოტევა ამ, თუ სხვა ფორმით რეჟიმისგან, არის განწირული იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა – ბრძოლა ბოლომდე, და ბრძოლა ბოლომდე ნიშნავს გამარჯვებას.”- ამბობს ვახო სანაია
სანაიას შსს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.
მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.










