„ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
აღნიშული კომენტარით გახარია გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ვაშინგტონში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრა გამართა ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და ძირითადად მისი პარტიის ხედვებზე ისაუბრა.
„საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ისე მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი მაინც ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს აინტერესებთ, როგორი ხედვა გვაქვს მომავალში. გვქონდა შეხვედრები ადმინისტაციაში, უშიშროების საბჭოში. ჩამოვალთ და ყველაფერს მოგიყვებით“,- განაცხადა გახარიამ.