„მდგომარეობა უფრო და უფრო საგანგაშოა, რადგან მოსახლეობის ქცევის მხრივ არანაირი დადებითი ტენდენცია არ შეინიშნება. შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაბამისად, ნაკლებად, მაგრამ მაინც იმატებს გარდაცვლილთა რიცხვი. ვაქცინაციაზე მომართვა არა თუ არ იზრდება, არამედ კიდევ უფრო იკლებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის მეტროში ადამიანი გარდაიცვალა
სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც "პირველებს" მეტროში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც. ამ...