ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას ვაფასებთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი შემდეგია: ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა და ასევე, მეც მქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ჩვენი აზრები პირადად გამოგვეხატა მათთვის, ვისაც ეს ეხება“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.










