ყველა ქუთაისელ მოქალაქეს, აქტივისტსა და პოლიტიკოსს მინდა გითხრათ, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლს ქუთაისიდან მოაშორებენ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია დღეს ქუთაისის მერიას მრავალწლიანი პროტესტის ფონზე.
პირველ რიგში დასვით კითხვა, რატომ გადაწყვიტეს ძეგლის დემონტაჟი დღეს, როცა ყურადღება ამ მცირე თემას არ ეთმობოდა, დღეს დილით არავის უხსენებია ვასილ კიკვიძე, მაგრამ
წლების მანძილზე, უამრავი ქუთაისელი, პიკასოსა და Tornike Baratashvili სიუჟეტი მახსენდება
და ბოლოს ჩვენი ათასობით შეკრებილი ადამიანის მოთხოვნა უამრავი ფორმით – წერილებისა და პეტიციების წერით, ძეგლზე ფარდების გადაფარებით, სიუჟეტების მომზადებითა და ყვირილით, რომ აეღოთ საბჭოთა პროპაგანდის ნაწილის ძეგლი, კაცის, რომელსაც არავითარი დამსახურება ჰქონდა სამშობლოს წინაშე.
რა აღარ იკადრეს, რომ ძეგლი შეენარჩუნებინათ, მაგრამ მაინც მოუწიათ. მოუწიათ იმიტომ, რომ მიხვდნენ არ გავჩერდებოდით, მიხვდნენ, რომ კიდევ უფრო მეტი ფორმით, უფრო მეტი ადამიანის ჩართვით გავაგრძელებდით იმ კაცის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნას, რომლის სახელიც კი აკრძალულია უკრაინაში – დიახ, ვასილ კიკვიძეს კანონი კრძალავს უკრაინაში, მისი სისასტიკის გამო. BBC-იც კი ლაპარაკობდა კიკვიძის ცოდვებზე აგერ ლინკი ბატონო : https://www.bbc.com/ukrainian/news_in_brief/2015/12/151217_sa_kyiv_streets
გილოცავთ, მართალია ჩვენ მხოლოდ ერთ ძეგლს მოვერიეთ, მაგრამ ამ ლითონის ნაგებობის მიღმა, მას ზურგს უმაგრებდა რუსული ღრმად გადგმული ფესვები, რომლის მცირე ნაწილი უკვე მოკვეთილია.
ყოველთვის აქვს წინააღმდეგობას აზრი, პატარა და დიდ თემებს სწორედ ეს აერთიანებს, ამიტომ მთავარია გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ.
ამას ვაგრძელებთ 20 ივნისსაც, ვაგრძელებთ ისევ გაურკვეველი მომავლის ფიქრებით, მაგრამ უფრო ერთიანი, უფრო მომზადებული, მეტი შემართებით.-წერს აკაკი საღინაძე.









