LIVE TV
პარასკევი, იანვარი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

დაპოსტა 2023/11/20-ში
51
ნახვა
გაზიარება

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია დააანონსა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ელოდებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ოთარ შამუგიასგან პასუხს, „თუ რატომ არ აქვთ შენობაში შესვლის და კანონიერად პროტესტის გაგრძელების უფლება“.

„ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ ხვალიდან ისევ შევიკრიბოთ. ხვალ, რადგან სამუშაო დღეა, 11:00 საათიდან აქ შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებთან შეხვედრა. პოლიციასთან ლაპარაკი უკვე წარმოუდგენელია, ან უნდა შეგვიყვანონ შეგნებულად ხელჩართულ დაპირისპირებაში, ან უნდა ვიდგეთ აქ, გაუთავებლად, კი ბატონო, აქაც ვიდგებით! ჩვენ პოლიციასთან შეგნებულად აღარ ვისაუბრებთ, ხვალიდან ვითხოვთ, რომ მინისტრი გამოეხმაუროს ამ პროცესს, ვინც პატრონობს ამ დაწესებულებას და ვხედავთ, რომ არსებულ სივრცეში არ გვიშვებს, უკვე ორი დღეა დაჭერები და ქალების ცემა ამ პროცესს მოჰყვა. მე მგონი, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ვიცოდეთ მისი პოზიცია, რატომ არ გვიშვებს შენობის შიგნით. მინისტრმა გვითხრას, რატომ ვერ შევალთ ამ ტერიტორიაზე, თუ შევალთ გასაგებია, რომ შევალთ კარავი დაიდგმება შენობის შიგნით. მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, ვინც თვალს გვადევნებს ბოლო ორი დღეა, ახლა დგას ჩვენს სიმრავლეზე ამ საკითხის გადაწყვეტის გზა, რამდენად გადაწყდება ეს საზოგადოების და ქვეყნის სასარგებლოდ. პოლიცია არ უნდა აღგვემატებოდეს რაოდენობით. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ შევიდეთ შენობის შიგნით, გავშალოთ კარავი და გავაგრძელოთ პროტესტი. ეს არის ჩვენი კანონიერი უფლება. გვაჩვენოს მინისტრმა კანონი, რის მიხედვითაც არ შეგვიძლია. ბუნებრივია, აქ ყველა, ვინც ვართ მთელი ღამე ვერ გაჩერდება, პირიქით მოგიწოდებთ, რომ წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ, იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ. ჩვენ აქ ვართ, ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ აქედან ფეხს არ ვიცვლით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება. ამასთან, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრა და იმის გაგება, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა“. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი

იანვარი 23, 2026
59
მთავარი

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია – რა ღირს საქართველოში

იანვარი 23, 2026
44
მთავარი

საქართველოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 431 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 252 ლარია....

დაწვრილებითDetails

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს” – პედრო სანჩესი

იანვარი 23, 2026
25
მთავარი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დასახელდა ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც იანვრის ბოლოს ფინანსურად გაუმართლებს

იანვარი 23, 2026
62
მთავარი

ასტროლოგების შეფასებით, იანვრის ბოლო განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი იქნება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. პლანეტარული განლაგება ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას, მოულოდნელ ფინანსურ სარგებელსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სპეციალისტების თქმით, ფინანსური...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

იანვარი 23, 2026
19
@?FFKM.3
მთავარი

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა....

დაწვრილებითDetails

პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

იანვარი 23, 2026
36
მთავარი

პედიატრი, თეო ტაბატაძე სიცხის დამწევებთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს. სპეციალისტს მივმართოთ და გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ ბავშვებისთვის: „ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ პატარებში სიცხის კონტროლისთვის, ეს გახლავთ პარაცეტამოლისა და...

დაწვრილებითDetails

ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს

იანვარი 23, 2026
26
მთავარი

თანამედროვე ცხოვრების პირობებში, სადაც სწრაფი ტემპი, მუდმივი სტრესი და ეკრანებზე დამოკიდებულებაა გავრცელებული, ხარისხიანი ძილის შენარჩუნება რთულ გამოწვევად რჩება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხარისხიანი ძილის მნიშვნელობის გააზრება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრევენციულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
19
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა დაასახელეს „მკვლელი“ დრო – როდის არ უნდა ჭამოთ ვახშამი

იანვარი 23, 2026
42
მთავარი

მეცნიერებმა დაადგინეს რომელ საათზე უნდა ივახშმოთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. 21:00 საათის შემდეგ ჭამა ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს, ნათქვამია სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში. კვლევის თითოეულ მონაწილეს თვალყურს...

დაწვრილებითDetails

,,ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ…” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

იანვარი 23, 2026
48
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: ,,დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».