თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ერთ-ერთი კომპანიის სასაწყობე შენობას უკიდია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
შენობასთან მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვარკვევთ.










