ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს – პოლიციელებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს.
ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ძმები ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ.
ოჯახი გიორგი შენგელიას და მის ძმას საი კვირაა ეძებს. შენელიას ცოლი “შაბათის ეთერს” უყვებოდა, რომ გიორგი შენგელიამ ბოლოს 14 აპრილს დაურეკა, უთხრა, რომ პოლიცია მისდევდა და მის მანქანას ესროდა.ქალი ამბობს, რომ სროლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ხმა ტელეფონში ისმოდა. ქმარმა ცოლს უთხრა, რომ დადევნებისას პოლიციის მანქანა ამოტრიალდა, პოლიციელის ამოტრიალებულ მანქანს კი საპატრულოს რამდენიმე ეკიპაჟი დაეჯახა.
დოკუმენტში, რომელიც “შაბათის ეთერს” ხელში ჩაუვარდა, წერია, რომ პოლიციამ გამოძიება საპატრულო პოლიციის უფროსისათვის სამსახურეობრივ უფლებამოსილების წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაიწყო. წინააღმდეგობა მას კი ოპერატიუალად ძებნილმა პირებმა, მიხეილ ხარებავამ და ბექა შენგელიამ გაუწიეს, რომლებიც სავარაუდოდ თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდენ. პოლიციის დადგენილებაში არაფერი წერია, რომ მათ ახალგაზრდებს ესროლეს.