LIVE TV
პარასკევი, სექტემბერი 26, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვანის საკრებულოს წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა შეეფარდა

დაპოსტა 2025/09/26-ში
33
ნახვა
გაზიარება

კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს – იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ბიჭიკო პაიკიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

პროკურორ ბექა ხუნაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება ბრალდებულების მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედება.

პროკურორის განმარტებით, „ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არსებობს, ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნა გამოძიებას ხელს შეუშლის, ვინაიდან შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინონ და მტკიცებულებები გაანადგურონ“.

ბექა ხუნაშვილის განცხადებით, სრულად არის შესასწავლი ბიჭიკო პაიკიძისა და დანარჩენი ბრალდებულების საქმიანობა, ასევე ის, თუ რამდენად მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა თაღლითურად თანხის დაუფლებასა და აღნიშნულში დახმარებას.

ამასთან, პროკურორის თქმით, პაიკიძისთვის ცნობილი იყო, მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავი აარიდა.

ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველები ბრალდებულების სხვადასხვა ოდენობით 5 000, 50 000, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

უფრო კონკრეტულად, გიორგი კვახაძის ადვოკატი თამაზ კვახაძე დაკავებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალის ფორმულირება არასწორია. მისივე განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა დასკვნა, რის საფუძველზეც ტენდერის ფინანსური მხარის კორექტირება მოხდა.

ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატი თეონა გვაზავა დაკავებულის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა მოსამართლეს გირაოსთან ერთად სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზა.

იოსებ ჭანჭალეიშვილის ადვოკატმა შოთა მანელიძემ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება და ელექტრონული მონიტორინგის დაწესება იშუამდგომლა.

ირაკლი გალოგრეს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, როინ ფოფხაძის ადვოკატი კი დაკავებულის მიმართ 5 000-ლარიან გირაოსა და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.

რაც შეეხება ბიჭიკო პაიკიძეს, მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა, მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა, ამის შესაძლებლობას მოკლებულია.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარესთან აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, რასაც ბექა ხუნაშვილმა სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში აპირებდა გადასვლას, რათა გამოძიებას უკეთესად მიმალვოდა.

პროკურორის თქმითვე, პაიკიძეს ვალიდური პასპორტი გააჩნია, მან აღნიშნული პასპორტით დატოვა ქვეყანა და შეუძლია ქვეყანაში ამავე პასპორტით დაბრუნდეს.

ჭკადუამ ბიჭიკო პაიკიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იშუამდგომლა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდება გუშინ წარუდგინეს.

ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს – გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს

სექტემბერი 26, 2025
0
მთავარი

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს: ,,მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს???დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei,კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და "თხრის"პატარა გვირაბებს,იქ დებს კვერცხებს,საიდანაც...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

სექტემბერი 26, 2025
120
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა” – თენგიზ შარმანაშვილი

სექტემბერი 26, 2025
5
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა - სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა....

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს

სექტემბერი 26, 2025
12
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე დაკავებულია აზერბაიჯანის ერთი...

დაწვრილებითDetails

“ბატონმა გუტერეშმა პირდაპირ მითხრა, ეს გზა მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო” – მიხეილ ყაველაშვილი

სექტემბერი 26, 2025
10
მთავარი

რა დაიცვა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ, ეს ხელის გულზე ჩანს - ჩვენი ეროვნული ინტერესი, მშვიდობა, ეკონომიკა - ძალიან გამოცდილი კაცია ბატონი გუტერეში და პირდაპირ მითხრა, რომ ეს გზა, მე დარწმუნებული...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა” – კახა კალაძე

სექტემბერი 26, 2025
13
მთავარი

პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა. ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყნის მომავალს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილმა დეტალურად...

დაწვრილებითDetails

შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება… – ამინდი გაუარესდება

სექტემბერი 26, 2025
191
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბრის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „26 სექტემბრის...

დაწვრილებითDetails

“დონალდ ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება”

სექტემბერი 26, 2025
15
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

სექტემბერი 26, 2025
41
მთავარი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა. ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა 13 (26)...

დაწვრილებითDetails

„პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია…“ – რას ამბობს ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

სექტემბერი 26, 2025
121
მთავარი

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ლაშა იაშვილის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია. როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს სხეულის თითქმის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».