ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გონერ მეფარიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა. სამი კვირის განმავლობაში მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ქიმების თქმით მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირიუსით საქართველოში 51 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.










