აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7264 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7189 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0075 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1283 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.










