ახლა კი, ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე ტკბილი ამბავი, კერძოდ, მოსკოვში “გამარჯვების დღის” აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლუმზე, გაგიკვირდებათ და არ გამოჩენილა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზიუმში უკრაინელთა მიერ საარტილერიო დარტყმით განადგურდა რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტაბო-სამეთაურო პუნქტი, სადაც ლიკვიდირებულ იქნა რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი, მათ შორის მძიმედ დაიჭრა რუსეთის გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი.










