ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 9 პირია დაკავებული, მათ შორის არის თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე და “გრინსერვის პლიუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა.