LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვადასტურებ ჩვენ მზაობას – დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოსახლეობას – ქეთევან ციხელაშვილი

დაპოსტა 2020/05/07-ში
67
ნახვა
გაზიარება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში.

მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს იმისთვის, რომ ახალგორში და დანარჩენი ცხინვალის რეგიონში ყველაზე მოწყვლად პირებს გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.

„ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე მინდა ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს. იცით, რომ ადგილზე წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია. არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს ინფექციის გავრცელების და მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა

თებერვალი 24, 2026
6
მთავარი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
3
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
11
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

(რუსეთი) მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდა, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც – კაია კალასი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

თებერვალი 24, 2026
6
მთავარი

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში წერია. საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს რასა...

დაწვრილებითDetails

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მაჩვენებელი 64 095-ს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 24, 2026
5
მთავარი

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა, ჯამში 64 095-ს შეადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებიან. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
174
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა – ვლადიმერ ბოჟაძე

თებერვალი 19, 2026
44
მთავარი

„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო...

დაწვრილებითDetails

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია – დიმიტრი ხუნდაძე

თებერვალი 19, 2026
145
მთავარი

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან...

დაწვრილებითDetails

მუნიციპალიტეტები მუშაობენ 1-წლიანი, მოკლევადიანი გეგმებით – კახა გულედანი

თებერვალი 18, 2026
21
მთავარი

კახა გულედანი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».