,,ქართული ოცნების მხრიდან მოსახლეობის მუდმივი დაშინება ომში ჩაბმით, საშინელ ე.წ. “მოდელირებულ ქრონიკაზე” ბევრად უარესია და ტყუილთან ერთად, სრულიად ამორალურია.
ადამიანებს, რომლებსაც 2008 წლის ომი ჯერ კიდევ გუშინდელივით ახსოვთ, ყოველდღიურად, სისტემატურად უცოცხლებენ მაშინდელ განცდებს, მუდმივად აშინებენ ომით და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ.
როდესაც შენი მთავრობა ასე გექცევა, ამას სიბინძურისა და ამორალობის მეტს ვერაფერს დავარქმევთ.
ტყუილია ეს ყველაფერი და არავინ არ გვთხოვს ომში ჩართვას. ევროკავშირი გვთხოვს რეფორმებს, იმიტომ, რომ თავისთან მხოლოდ ძლიერები უნდათ და ჩვენ გაძლიერებაზე ზრუნავენ.
ხელისუფლებას ამ რეფორმების გატარება და ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა, რის გამოც, პარტნიორებს ათას სიბინძურეს აბრალებს, თავის სიბინძურეს ხომ არ აღიარებს.
გვასწავლიან, ძლიერ სახელმწიფოდ როგორ ვიქცეთ, რადგან ამის დიდი გამიცდილება აქვთ, აქედან კი ჭკუას ხუნდაძე და ღარიბაშვილი ასწავლიან.. სასაცილოც არაა.”-საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.










