ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს, დავით ხიდაშელს, საქართველოს ხელისუფლებამ 104 ათასი ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, 1თვის წინ გადასცა.
ინფორმაცია, “მთის ამბებმა” მოიპოვა და გაავრცელა.
მიწის ნაკვეთი, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჯავახეთისა და ერუშეთის ეროვნულ პარკებზე ბევრად დიდია.
ინვესტორი, უმსხვილესი რუსული კორპორაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ახლო მეგობარია. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია ყირიმის ანექსიას უჭერდა მხარს.
სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.









