დღეს, დილიდან საქართველოს პარლამენტთან აქტივისტები შეიკრიბნენ. პარლამენტში საშემოდგომა სესია იწყებს მუშაობას, თუმცა სხდომაზე დასწრებას საშვების მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ. მათ უთხრეს, რომ სისტემური ხარვეზია და პროგრამამ გაჭედა.
პასუხად ახალგაზრდები სკანდირებენ, რომ თავად ხელისუფლებაა სისტემური ხარვეზი და საქართველოს რუსეთში გაჭედვის უფლებას არ მისცემენ.