LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს”-აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

,,ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას”-აშშ-ს საელჩო

დაპოსტა 2021/09/07-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

ამრიკის საელჩომ, მართლმსაჯულების რეფორმის, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ, განცხადების ქართულ ვერსიას:

,,დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას,

კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

პარლიამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია

– სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება,

რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა.

მხედველობაში ვიღებთ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის,

რათა შეენარჩუნებინათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ,

სრულად პროპორციულ არჩევნებთან, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას,

გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად.

ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად,

ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად,

მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.

მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება

და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები.

ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია,

უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 11, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოერიდეთ საკამათო თემებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა. კურო მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან. ტყუპები გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები,...

დაწვრილებითDetails

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
მთავარი

თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა - ინფორმაციას “ინფო იმერეთი" ავრცელებს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები
მთავარი

სამტრედიაში,გუშინ  რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
მთავარი

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
პოლონეთში ავარიას 27 წლის ქართველი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ქართველს თავს უცნობი ქალი დაესხა თავს. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 
მთავარი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის სალომე ბერაძეს ახლობლები ემშვიდობებიან : "სალოო, შენ წახვედი, მაგრამ ჩვენში ტკივილი დარჩა, როგორც ჩუმი ღამის გოდება, რომელიც სულში უშენობის მელოდიას მღერის.... მუდამ ჩვენს გულებში გადარეულოო..."...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"