გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზეც
ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლარიზაციის ასეთი ხარისხი ქვეყნის ეროვნულ
უსაფრთხოებას ემუქრება.
„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ – დღეს ქვეყანა, საქართველო, ჩვენი
სახელმწიფო, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას – მაგალითად კოვიდი, მაგალითად
რეგიონალური პროცესები…
სულ რამოდენიმე თვის წინ ჩვენს რეგიონში ცხელი ომი იყო.
ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაციის ასეთი დონე, რომელიც
აბსოლუტურად მიუღებელია და რომელიც დღეს ქვეყანაშია, ქვეყნის ეროვნული
უსაფრთხოების საკითხი ხდება უკვე და ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას
ემუქრება.
ამიტომ, ყველა პასუხისმგებლიანი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე:
მთავრობა, ოპოზიცია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მედიატორები, რიგითი
მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი – ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ
რიგში ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად.“ – ამბობს გიორგი გახარია.