LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი”- ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/11/17-ში
49
ნახვა
გაზიარება

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ ემიგრანტებს ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს.

ზურაბიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მას არ აინტერესებს, ვის დაუჭერენ ემიგრანტები მხარს, რადგან, მისივე განმარტებით, აქ საუბარია მათ უფლებაზე, იყვნენ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები.

„ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე დანაშაულებრივი.

დღევანდელი ჩემი გამოსვლა მინდა მივუძღვნა იმ საკითხს, რომელიც ყველას გვეხება. ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში. საქართველოდან წასული არის მილიონზე მეტი ადამიანი და დღეს უკვე ალბათ მილიონ ნახევარზე ავიდა ეს რიცხვი. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ნაწილი, არიან ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ ქვეყნის ყველა მხრივ. ყველამ ვიცით, თუ რამდენი ხორციელდება ფულის გადმორიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უჭირს. ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი სწორედ იმიტომ არის წასული ქვეყნიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მისთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა ან მათ არ მისცემდა იმის სურვილს, რომ წასულიყვნენ, ამიტომ არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან, რადგანაც მეტი ძალა პატარა ქვეყნებს, როგორიც არის ჩვენი, არ გააჩნიათ, თუ არა დიასპორა.

ჩვენთან არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ (ემიგრანტებს) ხელი შევუწყოთ, რომ მათ შევუქმნათ ახალი პირობები, რათა ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ და პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იგრძნონ, დიდი განხეთქილებაა მათთა და ჩვენს შორის.

მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ მიმართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ კანონის სათავეში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გააჩინა საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიეღოთ და შეენარჩუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც ვიყავი ამ კანონის სათავეში და მას შემდეგ, რაც მქონდა პრეზიდენტის მანდატი ექვსი წელი, არ გამიჩერებია ბრძოლა იუსტიციის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გამარტივებული ყოფილიყო ორმაგი მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ეს გაგვემარტივებინა, ამ ყველაფრით ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ, რომ მოდით, იყავით ჩვენი ნაწილი, ვეუბნებით, რომ არა, თქვენ იქ იყავით, ოღონდ ფული გამოაგზავნეთ საქართველოში – ეს არის დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეხუთე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს არის კონსტიტუციით მოცემული ვალდებულება და როგორ იქცევა ეს რეჟიმი, თითქოს არ უნდოდეს, რომ საქართველო იყოს უფრო ძლიერი. ის დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია, ეს არის რეალურად ჩვენი ნამდვილი წარმომადგენელი და არა ის ელჩები, რომლებიც მონად არიან ქცეული. ესენი არიან, ვინც დღეს აცოცხლებენ საქართველოს კულტურას გარეთ, საქართველოს ეკონომიკას, რეალური ინვესტიცია, თუ რამე შემოდის და არა მოჩვენებითი, ესეც არის მათი დამსახურება.

ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ მათ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია.

ამ შემთხვევაში მე არავის ვიცავ, სულ არ მაინტერესებს ის მილიონ ნახევარი ადამიანი ვის მხარეს არის, არც ის მაინტერესებს, არჩევნებში ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკი არის მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ის, რაც ბოლო არჩევნებზე გაკეთდა, ის დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ალბათ სტრასბურგის სასამართლო ბჭობს და საჭიროა, რომ უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების. ჩვენი კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ დღეს მე გული მტკივა იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იღვწიან იქ, სადაც არიან, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, თქვენ არ ხართ ჩვენი შვილებიო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
95
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
233
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნოემბერი 19, 2025
173
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

ნოემბერი 19, 2025
27
მთავარი

კურო ეს კვირა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ფინანსური ან კარიერული წინადადებით იყოს გამორჩეული. შესაძლოა, დაგიპატიჟონ საინტერესო პროექტში, მიიღოთ ხელფასის გაზრდის შეთავაზება ან დაწინაურება. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ზედმეტად დიდხანს არ...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

ნოემბერი 19, 2025
32
მთავარი

კურო  – მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი. – მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. ტყუპები  – დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
9
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
32
მთავარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».