LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს იყო სამარცხვინო ქმედებები”-საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დაპოსტა 2021/07/06-ში
105
ნახვა
გაზიარება
„რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო – ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს იყო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით „მაგრამ“- არანაირი „მაგრამ,“ – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

კახა კუჭავას შეფასებით, ის ქმედებები, რაც გუშინ ქვეყანამ იხილა, ყველას მხრიდან დასაგმობია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და არავის აქვს უფლება, მათი საქმიანობა შეაფერხოს.

 

„ისტორიულად ჩვენს ქვეყანას აერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით, უბრალოდ მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება შეაფერხოს მათი საქმიანობა. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც დაზარალდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მისი თქმით, აუცილებელია ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა აქციის მონაწილეთა მიერ ევროკავშირის დროშის დაშვების ფაქტს და განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედება.

 

„უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თეგები: თბილისი პრაიდიკახა კუჭავაჟურნალისტებზე ტავდასხმასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე
გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სექტემბერი 30, 2025
48
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო...

დაწვრილებითDetails

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველ გეგმას“ აქვეყნებს

სექტემბერი 30, 2025
8
მთავარი

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ...

დაწვრილებითDetails

31 წლის ალპინისტი სახიფათო მწვერვალზე სელფის გადაღების მცდელობისას გარდაიცვალა

სექტემბერი 30, 2025
102
მთავარი

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში აალპინისტი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ნამას მწვერვალზე სელფის გადასაღებად დამცავი თოკი მოიხსნა. ის ფერდობიდან დაგორდა და 200 მეტრის სიმაღლიდან დაეცა. ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, 31 წლის ალპინისტი ტრაგიკულად...

დაწვრილებითDetails

30 სექტემბრის განახლებული ვალუტის კურსი

სექტემბერი 30, 2025
234
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7088 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7077 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

6 ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

სექტემბერი 30, 2025
233
მთავარი

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული) წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი...

დაწვრილებითDetails

„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწვევი ნივთიერებები გამოვლინდა“ – „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი“ საზოგადოებას აფრთხილებს

სექტემბერი 30, 2025
29
მთავარი

„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწევევი ნივთიერებები გამოვლინდა" - ინფორმაციას ორგანიზაცია "მომხმარებელთა უფლებების ცენტრი" ავრცელებს. მათივე ცნობით, პროდუქტი, რომელიც ონლაინ იყიდებოდა, უკვე ამოღებულია ბაზრიდან. „საფრთხე ბუშტებში! ბუშტების რეზინში აღმოჩენილია ნიტროზამინები – ქიმიკატები, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

,,ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა”- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სექტემბერი 30, 2025
158
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 30, 2025
432
მთავარი

ვერძი შეეცადეთ, ოჯახში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, თუმცა, ეს უფრო მეტად დაკავშირებული იქნება არა თქვენზე, არამედ, თქვენი რჩეულის დამოკიდებულებასა და ინტერესებზე. ნუ იქნებით პრინციპული და იზრუნეთ სულიერ კომფორტზე. კურო სასურველია, მოიძიოთ...

დაწვრილებითDetails

დიდი კითხვის ნიშანი – Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

სექტემბერი 29, 2025
20
მთავარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სექტემბერი 29, 2025
49
მთავარი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».