,,აზოვსტალის დათმობა არ ნიშნავს ომის წაგებას! აზოვტალი არის პატარა ნაწილი მარიუპოლის და რომ დათმეს იმ დღეებში მთლიანი ხარკოვი გაანთავისუფლეს, რაც მარიუპოლზე ბევრად დიდია!
სიურპრიზები ჯერ კიდევ წინაა!
ეს ომი მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!
ნუ ლანძღავთ ზელენსკის! მსხვერპლი ყველა ომშია და იქნება სულ. ეს ზელენსკის ბრალი არაა, არამედ პუტინის ბრალია!
წინაპრებს სისხლი, რომ არ დაეღვარათ და მსხვერპლი არ გაეღოთ, არც უკრაინული ენა იქნებოდა, არც ქვეყანა და არც არაფერი იქნებოდა დასაცავი.
დღეს უნდა გაიღოს უკრაინამ მსხვერპლი, რომ ხვალ მომავალი თაობის უკრაინელებს ჰქონდეთ საკუთარი ენა და სშობლო!
დიდება უკრაინას!-წერს ,,მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” დამფუძნებელი ლადო გამსახურდია.










