ძალიან ბევრი დაინფიცირდება და შესაბამისად დაინფიცირებულებიდან მძიმედაც ძალიან ბევრი იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი შტამს წინამორბედთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ექნება.
„თუმცა, ვიცით, რომ „დელტა“ შტამი აგრესიულად წავიდა, უფრო მძიმეა და იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს შედარებით უფრო მსუბუქად ჩაივლის. ჰოსპიტალიზაციის საჭიროება იქნება. პანდემიის წესი ისეთია, რომ თანდათან უნდა დასუსტდეს ვირუსი, მაგრამ ეს ვირუსი რაღაც ცოტა უცნაური, სხვანაირია და ვერ გეტყვით დაემორჩილება თუ არა ამ კანონზომიერებას. ეს ცოტა ძნელი სათქმელია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.