LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს ვირუსი კლავს! 9 სექტემბერს მეც მოვკვდი”-რას წერს ახალგაზრდა გოგონა

დაპოსტა 2021/11/13-ში
899
ნახვა
გაზიარება

“76 გარდაცვლილი, 78 გარდაცვლილი, 80 გარდაცვლილი, რამეს გეუბნებათ ეს რიცხვები?

64 დღის წინ, ჩემი ორივე მშობელი, უძვირფასესი დედა და მამა ერთად მივაბარე მიწას, თან ჩემი გული და სული გავატანე… ეს ორი ადამიანი, რომელიც ჩემი მთელი სამყარო იყო, მაშინდელი სტატისტიკის ნაწილად მიითვალა და უბრალოდ დაიწერა რომ იმ დღეს 82 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ით. როგორც წესი, ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის დრო გაჩერდა, ყველაფერი გაიყინა და სიცოცხლე გაუფერულდა… მე ერთ დღეს დავკარგე ოჯახი, დედ-მამას ვერც კი გამოვემშვიდობე, ვერ ჩავეხუტე, ვერ ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და უნდა ებრძოლათ, იმიტომ რომ ამის უფლება არავინ მომცა…

ჩემი ტრაგედია ბევრისთვის ზღაპარია.. დაუჯერებელი, გამოგონილი ამბავი… დიახ, ზღაპარია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბავშვობაში გვიკითხავდნენ, ჩემი გაუგონარი უბედურებით დასრულდა და ყოველი წუთი იმ ცხოვრებისა, რომელიც ჩემ დაუკითხავად გაგრძელდა,

დაუსრულებელ ჯოჯოხეთს გავს, რადგან მე ვერაფერი დამემართებოდა მეტად მტკივნეული…

ჩვენ ვმსჯელობთ უნდა ავიცრათ თუ არა, ვერ გადაგვიწყვეტია პირბადე უნდა გვეკეთოს თუ არა, ვკიცხავთ მას, ვინც სიკვდილს აცრა ამჯობინა, ვლანძღავთ იმას, ვინც ჩვენს შეხედულებას ვერ მოერგო, იმასაც ვინც, რამით შეგვზღუდა… ამასობაში კი ჩემნაირ, უბრალო ადამიანებს ცხოვრება თავზე ჩამოექცათ და იმ სტატისტიკის მიღმა განუზომელი ტკივილით აგრძელებენ, ან კიდევ ვერ…

ეს ვირუსი განაჩენია, ამ ვირუსს მოაქვს სიკვდილი, კოვიდი კლავს! კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩემი 61 წლის დედა..
მაშინ დავობლდი, როცა ყველაზე მეტად შემწევდა უნარი ჩემი მშობლებისთვის ბედნიერი სიბერე მეჩუქებინა… ვინც კი მიცნობთ, ასე თუ ისე ყველამ იცოდით რომ მშობლები ჩემთვის იყვნენ მთელი ჩემი სამყარო, მათთვის ვცხოვრობდი, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო… ვერ მოასწრეს დაბერება… ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა, გაურკვეველი, მაგრამ გადარჩენა…

ბოლო დროა უმეტესად ჩუმად ვარ, ვცდილობ ცხოვრებასთან ვადაპტირდე, თავიდან ვსწავლობ სიარულს, მაგრამ ვერ ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა, არ გითხრათ, რომ ეს ვირუსი კლავს! 9 სექტემბერს მეც მოვკვდი, დღემდე ასეა და ასე იქნება სულ, რადგან ჩემი არსებობის ეს განსაცდელი სამუდამოა, გამოუსწორებელი და საზარელი… დილით გაღვიძება არ მიხარია, დაღამებას ველოდები, რომ დრო მალე გავიდეს… ის მომავალი დღეები, რომელიც არ ვიცი რამდენი იქნება, ტკივილს მგვრის… ვერაფერს ვახერხებ… დავდივარ ასე უსულოდ და მექანიკურად ვიღიმი.. ისიც კი არ ვიცი სადმე, ოდესმე დედ-მამასთან ჩახუტებას თუ შევძლებ… ოდესმე ისევ თუ გამიხარდება მზის ამოსვლა…”-მარიამ მეტრეველი.

თეგები: კლავსკოვიდიმარიამ მეტრეველი
გაზიარება360

დაკავშირებული -პოსტები

დიდი კითხვის ნიშანი – Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

სექტემბერი 29, 2025
12
მთავარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სექტემბერი 29, 2025
39
მთავარი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...

დაწვრილებითDetails

ვის გაუმართლებს ოქტომბერში – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

სექტემბერი 29, 2025
21
მთავარი

ვერძი ♈️ ვერძისთვის ოქტომბერი სავსე იქნება მოვლენებით როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სახის. თვის დასაწყისშივე მოგიწევთ ძალისხმევის მობილიზება, მაგრამ ოქტომბრის პირველი დეკადის ბოლოს თავს საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ და პარტნიორულ კავშირში გარკვეული...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე” – კახა კალაძე

სექტემბერი 29, 2025
7
მთავარი

არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, -...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით”- სალომე ზურაბიშვილი

სექტემბერი 29, 2025
15
მთავარი

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების...

დაწვრილებითDetails

“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი

სექტემბერი 29, 2025
38
მთავარი

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
668
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
39
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails

“ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი  ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა”- ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სექტემბერი 29, 2025
23
მთავარი

ზურაბ ბურდულს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თავად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».