სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი წერს და სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ეხმაურება.
,,საქართველოში ორმა უდიდესმა მეწყერმა გაანადგურა იმერული სოფლები ხარგაულში (ხემაღალი) და ორპირში სოფელი კურსები..
სოფელი კურსები ქართული წესით ქვის დამუშავების უძველესი სკოლა და ადგილია.. მისი განადგურება მარტო ერთი სოფლის განადგურება არაა, ეს ამ ცოდნის და ისტორიის განადგურებაცაა..
სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა..
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა, როგორიც იყო რაჭის მიწისძვრა და სხვა ბუნებრივი ტრაგედიები ..
მარტო გუბერნატორის მივლინება არ ყოფნის საქმეს, მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ ამ ხალხის მხარდასაჭერად..
კურსები ჩემი გვარის სოფელია, აქამდე ჩემს გვარზე არაფერი დამიწერია, იმიტომ კიარა რომ არაფერი მქონდა დასაწერი, პირიქით, მე ვარ ადამიანი რომელიც არ იყენებს ამ დიდი გვარისშვილობას რამე სარგებლის მიღებისთვის, ამას ჩემითაც შევძლებ როცა იქნება ..
ბერეკაშვილების გვარი ეკლესიების მაშენებელი გვარია, დასავლეთ საქართველოს ტაძრების უმეტესობა, ამ გვარის ხელოსნების აშენებულია, ისე როგორც სახლები და სხვა მნიშვნელობის ნაგებობები..
დღეს ამ გვარის სოფელს სტიქია სრულად წაშლით ემუქრება, რა იქნება არავინ იცის, ყოველდღე მატულობს მასშტაბები ..
იხაროს ამ გვარმა და ყველა ქართულმა გვარმა კურსებში და სრულიად საქართველოში.” – წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.
ცნობისთვის, 12 მარტს გამთენიისას ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 10 სახლი სრულად გაანადგურა. სოფლიდან ევაკუირებულია 45 ოჯახი, ისინი სხვადასხვა სასტუმროში არიან გადაყვანილი. სოფლის ტერიოტირაზე შესვლა ამ დრომდე აკრძალულია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ.










