,, მოკლედ, უცებ ქალაქში წამოვედი და, მიზეზთა გამო, არ ვიტყვი ვისი მაღაზიის წინ, ეგდო ქუჩის ძაღლი. ვითომ უწყინარმა, ერთი შეხედვით, მიკბინა ფეხზე… ამოვედი კლინიკაში, აქ კიდევ ბავშვია ერთი, რომელსაც ხელზე უკბინა სხვა ქუჩის ძაღლმა. ეხლა, როგორ გინდა თქვა, მაგრამ, სრულიად უუფლებონი ვართ მათ წინაშე… ზოგადად ვერავინ მასწავლის ცოცხალი არსებების სიყვარულს, მაგრამ ეს დამპალი ხროვა ქუჩაში რა დღეში გვაგდებს მოქალაქეებს?! და, ადამიანთან მიმართებით თუ შეიძლება ევთანაზია, მათთან მიმართევით არა?! თუკი თავშესაფრები არ არსებობს… და, საერთოდ, რომელი უფრო დიდი ღირებულებაა ამ სახელმწიფოში და სამყაროში?!,,










