LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ – გია ხუხაშვილი

დაპოსტა 2019/11/13-ში
341
ნახვა
გაზიარება

თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა ქვეყანა, ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე. თუ ჩაითვალა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ის მჟორიტარულ არჩევნებსაც წააგებს 2020 წელს.ანუ პოლიტიკური ზიანი ძალიან მაღალი იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

გია ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების პოზიციას, რომლებიც ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ მაჟორიტარობიდან პროპორციულ საარჩევნო სისტამაზე გადასვლას, გია ხუხაშვილის შეფასებით, „ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ტიპის თამაშთან გვაქვს საქმე“.

აქედან გამომდინარე, ხუხაშვილის თქმით, „პირობითად უნდა ვუწოდოთ ამბოხი“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას, რომ თუ ამ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს

„დიმიტრი ხუნდაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამ ყველაფერს ახლა ამაყი სახით აპროტესტებს, ყველა ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული მაჟორიტარი დეპუტატია. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დიმიტრი ხუნდაძე რაიონში მაჟორიტარი დეპუტატი იქნებოდა. ასე რომ, დამაჯერობლობას მოკლებულია მათი თავისუფალი აზრის დემონსტრირება, რაც 7 წლის განმავლობაში არ გამოუვლენიათ. აქედან გამომდინარე, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ტიპის თამაშია, ან ქვედა დონეებზე უბრალოდ, ვაჭრობა გაიხსნა, რომ თუ მაჟორიტარი არაა, სიაში მაინც მოხვდნენ და რაღაცაზე მოელაპარაკონ თავიანთ დირექტორს, ან ეს არის თვითონ ლიდერის თამაში ორი მიზნით: ერთი – იმისათვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს, ესენი რაღაც ბოროტებად გამოიყვანოს, მერე მოაწყოს შეხვედრა და დემოკრატიის გადამრჩენად მოგვევლინოს, რაც მისთვის დამახასიათებელია.

მეორე ვარიანტია ის, რომ იმდენად ეშენია პროპორციული არჩევნების და იმდენად ნანობს თავის დროზე მიღებულ სპონტონურ გადაწყვეტილებას, რომ ამ ხალხის მეშვეობით უნდა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი. ანუ შიშის პირდაპირი დემონსტრირება მისთვის დამახასიათებელი არ არის, ძალიან სერიოზულ ზიანსაც მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალა მის რესურსებში კი არ არის, არამედ უძლეველობის მითშია. ახლა, ასეთი აშკარა შიშის დემონსტრირება, რომ მოახდინოს მისსავე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მისთვის სერიოზული იმიჯური დარტყმა იქნება, რასაც შესაძლოა, ჯაჭვურად დანგრევა მოჰყვეს ამ მითოლოგიის მთლიანად მსხვრევას“, – განაცხადა ხუხაშვილმა. .

თეგები: არჩევნებიგია ხუხაშვილიკანონპროექტიპარლამენტიპროპორციული სისტემა
გაზიარება143

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
126
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა – ვლადიმერ ბოჟაძე

თებერვალი 19, 2026
44
მთავარი

„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც ხარისხიან, უსაფრთხო, ხელმისაწვდომ მედიკამენტებს გამოუშვებს, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო...

დაწვრილებითDetails

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია – დიმიტრი ხუნდაძე

თებერვალი 19, 2026
144
მთავარი

გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან...

დაწვრილებითDetails

მუნიციპალიტეტები მუშაობენ 1-წლიანი, მოკლევადიანი გეგმებით – კახა გულედანი

თებერვალი 18, 2026
21
მთავარი

კახა გულედანი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების...

დაწვრილებითDetails

ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
30
მთავარი

ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 23 ათას...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
17
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
13
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
24
მთავარი

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ....

დაწვრილებითDetails

გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ

თებერვალი 18, 2026
7
მთავარი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს და კენჭს უყრის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

“ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განიმტკიცა დამოუკიდებლობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”-კობახიძე

თებერვალი 18, 2026
13
მთავარი

ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».