ეს ბრალდება ცოტა უცნაურია -1 300 ლარი მგონი არ უნდა გახდეს სალაპარაკო ჩვენი ქალაქისთვის – იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ელექტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერი მარი დევიძე ”ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ფრაქციის ლიდერს ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიას პასუხობს, რომელმაც დღეს ტურიზმის ცენტრთან ბრიფინი გამართა. მან უწყება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.
”საკარანტინე ზონები ეს იყო ძალიან მნიშვნელივანი გადაწყვეტილება სახელმწიფოსი, რადგანაც მისი დახმარებით ჩვენ გადავლახეთ დიდი გამოწვევა, რომელიც იდგა ჩვენ წინაშე, ეს იყო ახალი კორონავირუსი. ამ პროცესში ჩართული იყო როგორც ტურუზმის ეროვნული ადმინისტრაცია ,ჯანდაცვის სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები რეგიონალურ დონეზე და სწორედ ამ მთლიანიბაში ვმონაწილეობდით ჩვენ. ჩვენ ვთვლით, რონ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, და ყოველთვის ვიამაყებ, რონ იმ მძიმე და ცხელ დღეებში მივიღეთ მონაწილეობა მსგავს აქტივობაში.
რაც შეეხება დიზაინისა და ახალ ლოგოში დახარჯულ თანხას – ეს ბრალდება ცოტა უცნაურია. ჩვენი შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სერვისცენტრი, სადაც ჩვენ უშუალოდ ვენსახურებით ტურუსტებს. ვთვლი რომ კომფორტი, რომელსაც ჩვენ მომავალში შევუქმნით და ვუქმნიდით ტურუსტებს ძალიან მნიშვნელოვანია და 1 300 ლარი მგონი არ უნდა გახდეს სალაპარაკო ჩვენი ქალაქისთვის, სწორედ სერვის ცენტრში განთავსებულ საპირფრეშოებზე დაიხარჯება ეს თანხა, დიზაინზე და დიზაინში იგულისხმება პროექტირება, რომ სწორად განთავსდეს, აქ იგულისხმება შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო და მთლიანად პროექტია აქ ნაგულისხმები და არა უშუალოდ დიზაინი კაფელის ფერზე.
ლოგოს შეცვლა ეს თავისთავად არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესების, რომელიც მოყვა ქუთაისის რებრენდინგს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი ლოგოტიპი და ახალი სლოგანი, ახალი ვიზუალიზაცია ჩვენი ქალაქის და ეს სწორედ ბრენდინგის ნაწილია. ბრენდის განვითარებას მოყვევა თავისი შესაბამისი აქტივობები. – განაცხადა.” – იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ელექტრონული მარკეტინგის, მედიისა და პიარის მენეჯერი მარი დევიძე