LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს არის შავრაზმელობა, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება და საბჭოთა კავშირი- ოთარ კახიძე ”ნამახვანჰესის” აქციაზე

დაპოსტა 2021/05/24-ში
493
ნახვა
გაზიარება

ოპოზიციონერი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, როცა პროტესტის მთავარი გზავნილია – „ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს”, „დიდი ჰესი არ უნდა აშენდეს”, „ენერგეტიკაში კერძო კაპიტალი არ უნდა იყოს” – ეს არის შავრაზმელობა, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება და საბჭოთა კავშირი.

„ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით:

1. პროექტით ქვეყანაში შემოდის 827 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს:

ა) პირდაპირ სამუშაო ადგილების შექმნას;

ბ) ეკონომიკის ზრდას, მეტი საქონლის ბრუნვას, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მეწარმეებისთვის;

გ) ლარის გამყარებას, პროდუქტებზე ფასების ზრდის წნეხის შემცირებას, სესხებზე პროცენტის შემცირებას.

2. საქართველოს ენერგეტიკა ნაკლებად იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე, რაც ნიშნავს:

ა) ნაკლები დენის შესყიდვას გარედან, პირველ რიგში, რუსეთისგან;

ბ) ნაკლები დენის გამომუშავებას გაზის თბოსადგურის მეშვეობით.

3. ნამოხვან ჰესის მიერ გამომუშავებული დენის ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმპორტირებული ენერგიის,

ა) ნამოხვან ჰესის გამომუშავებული დენი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და დაცულები ვართ სპეკულაციისგან. ხოლო იმპორტის დროს ზოგჯერ შესაძლოა პოლიტიკური ფასი ჰქონდეს ენერგო რესურსებს, რისი მწარე გამოცდილებაც მივიღეთ 15 წლის წინ, ანუ ეს შედარება იმთავითვე არასწორია;

ბ) ნამოხვანით დენს მივიღებთ საშუალო შეწონილი ტარიფით 6 ცენტის ფარგლებში, იმ პერიოდშიც, როცა რუსეთსა და თურქეთში კილოვატის ფასი მერყეობს 7-დან 11 ცენტამდე.

4. ინვესტორი არ არის გათავისუფლებული გადასახადებისგან და იგი გადაიხდის:

ა) ქონების გადასახადს, დაახლოებით 450 მლნ ლარს;

ბ) წიაღისეულით მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს;

გ) წყალაღების მოსაკრებელს.

5. ნამოხვან ჰესის ინვესტორმა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე კომპენსაციის სახით უკვე გასცა ათეულობით მილიონი ლარი და პროექტის ფარგლებში დასაქმებული ჰყავს რიონის ხეობის 200-მდე მოსახლე.

6. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენი ქვეყანა სიღარიბიდან ამოვიდეს, ნამოხვანის ჰესის პროექტის ჩაშლა ანაკლიის პორტის გაჩერების შემდგომ იქნება მორიგი მძიმე დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივისთვის.

7. ანტი-თურქული, ზოგადად ქსენოფობიური გზავნილები, ამ ჭრილში რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება, ასევე კერძო კაპიტალის წინააღმდეგ მიმართული გზავნილები მიმაჩნია უაღრესად საშიშ მოვლენად, რომლის გამარჯვებასაც (ღმერთმა დაგვიფაროს) მივყავართ ძალადობის, ქაოსისა და საბოლოოდ – ფაშისტური ან კომუნისტური ტოტალიტარიზმისკენ.

8. ყველა ჰესი შენდება მდინარეზე და ყველა მდინარეს აქვს ხეობა, რიონი იქნება ეს, ენგური, არაგვი თუ სხვა. ნავთობი და გაზი არ მოგვეპოვება, ჩვენი რესურსია მთიდან წამოსული მდინარეები და უნდა ვეცადოთ ამ რესურსის, წყლის ძალის გამოყენებას, იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო მდიდრები და დამოუკიდებლები.

შეიძლება რუსეთუმე ფაშისტებთან, შავრაზმელებთან ან ბოლშევიკებთან ერთადაც აპროტესტებდე რამეს, ეგ თავისთავად არ მიმაჩნია პრობლემად. მთავარია დაფიქრდე, რა ამოძრავებს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს”, “ქართულ მარშსა” და “პატრიოტთა ალიანსს” – რა არის პროტესტის მთავარი გზავნილი, რას ითხოვ და რა შედეგამდე შეიძლება მიგიყვანოს შენმა “გულწრფელმა” მოთხოვნებმა.

როცა პროტესტის მთავარი გზავნილია – “ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს”, “დიდი ჰესი არ უნდა აშენდეს”, “ენერგეტიკაში კერძო კაპიტალი არ უნდა იყოს” – ეს არის შავრაზმელობა, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება და საბჭოთა კავშირი,“ – წერს ოთარ კახიძე.

გაზიარება197

დაკავშირებული -პოსტები

დღეს მოწამეთობაა

ოქტომბერი 15, 2025
8
მთავარი

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს,  მოწამეთობა აღინიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის...

დაწვრილებითDetails

“არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა”- რასა იუკნევიჩიენე

ოქტომბერი 15, 2025
3
მთავარი

უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ევროკავშირის წევრი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

ოქტომბერი 15, 2025
2
მთავარი

პარლამენტი 15 ოქტომბრიდან შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების ინიციატივის განხილვას იწყებს. „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი პლენარული სხდომაზე გავა. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოქტომბერი 15, 2025
3
მთავარი

მერაბ დვალიშვილი 2025 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს - ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს ამჯერად, 7 დეკემბერს დაიცავს და მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა...

დაწვრილებითDetails

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 15, 2025
1
მთავარი

ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „უბრალოდ, რომ...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ოქტომბერი 15, 2025
7
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბერი 15, 2025
342
მთავარი

ვერძი ყურადღება გამოიჩინეთ მიღებული ინფორმაციის მიმართ, მოსალოდნელია გაუგებრობები. კურო ნუ გარისკავთ, შესაძლოა, ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელსაც იოლად ვეღარ გამოასწორებთ. მოთოკეთ ემოციები. ტყუპები არის ალბათობა, მოწვევა მიიღოთ უცხოეთიდან. სამსახურში მეტი ყურადღება...

დაწვრილებითDetails

თურქი ექიმის კიდე ერთი სასწაული – „დანტესი“ პირველ ფოტოებს აქვეყნებს

ოქტომბერი 14, 2025
80
მთავარი

ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს. როგორც ფოტოგრაფი წერს, ლილიანას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დანტესი გულშემატკივრებს გოგონას პირველ ფოტოს უზიარებს. ცნობისთვის, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილს ოპერაცია თურქეთში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან არის

ოქტომბერი 14, 2025
22
მთავარი

საქართველოში ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან არის. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს. კერძოდ, წელს სამი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.1 მლნ შეადგინა, აქედან 1 245...

დაწვრილებითDetails

გაოგნებული ვარ -სა­ბე­რი­ო­ში დაღუპული ბავშვების მამა მეუღლის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ოქტომბერი 14, 2025
5.6k
მთავარი

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ხუთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი, ქრის­ტი და ვი­ტა­ლი ჭო­ლა­რი­ე­ბი, და­შორ­დნენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქრის­ტიმ სა­ჯა­როდ, სან­დრა ზო­ი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით გა­ახ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში ქრის­ტი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».