სოფო ბედიას ავტორობით შექმნილ კლიპს შესაძლოა, სამართლებრივი დავა მოჰყვეს. დავის საგანი, სავარაუდოდ, კლიპში გამოყენებული რამდენიმე კადრი გახდება, რომელიც გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის პირად საკუთრებას წარმოადგენს. ამის შესახებ ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჭალაძემ “ფეისბუქზე” დაწერა.
“კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.
მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.
კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.
ეს არის ქურდობა.
უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.
ვინ არის ამ კლიპის ავტორი?” – წერს გიორგი ჭალაძე ფეისბუკში
სოფო ბედიას ავტორობით შექმნილ კლიპს შესაძლოა, სამართლებრივი დავა მოჰყვეს. დავის საგანი, სავარაუდოდ, კლიპში გამოყენებული რამდენიმე კადრი გახდება, რომელიც გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის პირად საკუთრებას წარმოადგენს. ამის შესახებ ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჭალაძემ “ფეისბუქზე” დაწერა.
კლიპი გასულ ღამეს, ჯერ ფეისბუკზე შემდეგ კი სოფო ბედიას “იუთუბის” არხზე გამოქვეყნდა.
ახალი ქართული კლიპი სოციალურ ქსელში ვნებათაღელვის საგანი გახდა










