ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ მინისტრ პეტრ ფიალასთან და სლოვენიის პრემიერ მინისტრ იანეზ იანსასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:
„ასეთ დროს… და მართალია, ღიად ვამბობ, როცა ბევრმა საელჩომაც კი დატოვა უკრაინა ჩვენს მიწაზე რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო და ეს პატივცემული ხალხი, მათი ლამაზი, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები… მათ არაფრის არ ეშინიათ. და უფრო მეტად ჩვენი ბედის ეშინიათ და აქ არიან ჩვენს მხარდასაჭერად. ეს არის დიდი, მამაცი, სწორი, მეგობრული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მეგობრებთან, ასეთ ქვეყნებთან და მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავიმარჯვოთ.”










