ხონის მუნიციპალიტეტის გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურება ადგილობრივებმა გააპროტესტეს.
ძირითადად, მშობლები შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვაც სცადეეს.
ადგილზე სამართალდამცველები და მუნიციპალიტეტის მერი მივიდნენ.
მშობლები ამბობენ, რომ წლებია დაპირებებს ისმენენ და საქმე წინ არ მიდის.