ოპოზიციაში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში რუსული საწვავის მთავარ ლობისტად იქცა, რადგან სწორედ პრემიერმა დაავალა ნავთობიმპორტიორებს საწვავზე რაც შეიძლება დაფალი ფასი დაეწესებინათ.
ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის კამპანიური ხასიათის გამოსვლები მთავრობის სხდომებზე, თითის ქნევა ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიმართულებით, რომ მათ შეიძნონ ალტერნატიული, ბრჭყალებში თითქოს და იაფი პროდუქტი. სინამდვილეში, ეს არა იაფი, არამედ რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტი აღმოჩნდა და ჩვენ, უნებლიეთ, ქართველი ხალხი ჩაგვრთეს, რუსული სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში”, – ამბობს ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე.
ქვეყნის პრემიერი ნავთობიმპორტიორებს საწვავის ფასების შემცირებას კატეგორიულად სთხოვს, ეს კი მათი განცხადებით ქვეყნაში მხოლოდ რუსული საწვავის შემოტანით არის შესაძლებელი. ამიტომ ევროპელი მომწოდებლები ახლა საქართველში სრულად რუსებმა ჩაანაცვლეს.
წინა წლის იანვართან შედარებით ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი 563 პროცენტით გაიზარდა.