LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს არასწორი გადაწყვეტილებაა” – როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას

დაპოსტა 2019/09/17-ში
53
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

როგორ ჩანს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მისაღები მხოლოდ ადვოკატისთვის აღმოჩნდა. როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის შეწყალებას იხილეთ კომენატრები:

“მივმართავ მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილი აირჩია პრეზიდენტად: როგორ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს?” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის და პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას.

მისი თქმით, ეს იმ ადამიანების სინდისზე უნდა იყოს, ვინც თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

“ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს… მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის პრეზიდენტის მიერ შეწყალებას, ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სამართლიანს უწოდებს. როგორც  ჩომახაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაგვიანებული, თუმცა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

ცნობისთვის, 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

თეგები: ამნისტიაასლან ბეჟაშვილიდავით ოთხმეზურისალომე ზურაბიშვილიშეწყალება
გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
40
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
128
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.8k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“დანაშაული აღიარა”-პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს

იანვარი 28, 2026
61
მთავარი

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა...

დაწვრილებითDetails

“მაღაზიებს ქურდავდნენ და ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ” – დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი

იანვარი 28, 2026
187
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

პოლიციელის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

იანვარი 28, 2026
89
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები. გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

იანვარი 28, 2026
50
მთავარი

დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით, 43 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა....

დაწვრილებითDetails

ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იანვარი 28, 2026
147
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

იანვარი 28, 2026
411
მთავარი

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

დაწვრილებითDetails

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
1.2k
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».