„ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია და სტაბილიზაციისკენ სვლა გრძელდება. ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მთავარი ინდიკატორები – ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების მაჩვენებლების სტაბილიზაციის მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, რადგან კოვიდინფიცირების დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაღალია.
„როგორც იცით, ყოველი სამშაბათის მონაცემებს ვადარებთ. ახალი შემთხვევების დღევანდელ მონაცემებს, რომელიც 2 700-ის ფარგლებშია, თუ წინა სამშაბათებს შევადარებთ, მაჩვენებლები მცირდება. წინა სამშაბათს იყო 3 282, ორი კვირის წინ – 3 986, 6 დეკემბერს – 4 509, 29 ნოემ 5 050, 22 ნოემბერს – 5 085, 16 ნოემბერს – 5 204, 9 ნოემბერს – 5 751, 2 ნოემბერს – 6 024. ანუ, ეს ორი თვეა, სტაბილიზაციისკენ ნელი ტემპით სვლა აღინიშნება.
ამის მიუხედავად, დღევანდელი 2 700-იც, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული ციფრია. ამიტომ, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.