მოკლული ყოფილი ცოლი და სიმამრი, დაჭრილი სიდედრი და ცოლის ძმა – შემზარავი ტრაგედია მრნეულის სოფელ ზემო სარალში.
მას შემდეგ, რაც კაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი სახლის ეზოში მანქანით გადაურა, ამის შემდეგ მის ოჯახის წევრებს გაუსწორდა. ყოფილი ქმრისა და ცოლის ოჯახები ნათესავები არიან.
“მკვლელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ალბათ ეს საზარელი მკვლელობაც ამიტომ მოხდა. ბიჭის ოჯახი ჩვენი ახლო ნათესავია და კონფლიქტი არ გვქონია. 1 თვის წინ დაშორდნენ და ურთიერთობაც ამის შემდეგ დაიძაბა.
ჩვენი ყოფილი სიძე გუშინ მივიდა, იარაღი უყიდია და ეს უბედურება ჩაიდინა. მოვიდა ეზოში, ჩვენს გოგოს და ოჯახის სამ წევრს ესროლა. მერე გოგოს ზედ გადაუარა მანქანით. აი აქ მოხდა ყველაფერი, სისხლის კვალიც ჩანს. მერე ჩვენი ხალხი მათს სახლში მივიდა და იქაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. ბიჭის მამა დაშავდა და ისიც საავადმყოფოშია”,- ყვება გარდაცვლილების ოჯახი წევრი.
საზარელი მკვლელობა სოფელ ქვემო სარალში გუშინ გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.