ესპანელი კინოვარსკვალი, მსახიობი მარისა პარედესი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კინოაკადემია ადასტურებს.
მარისა პარედესის კარიეკა მორჩეულია გამოჩენილი თეატრალური და კინემატოგრაფიული შემოქმედებით. მან ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორებთან ერთად იმუშავა. მისი კარიერა 75-ზე მეტ ფილმს, 80-ზე მეტ სატელევიზიო მხატვრულ ფილმსა და 15 სპექტაკლს მოიცავს.
მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის მას აქვს კინემატოგრაფიის ეროვნული პრემია, გოიას საპატიო ჯილდო და ოქროს მედალი სახვითი ხელოვნების დამსახურებისთვის.